weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დე ფაქტო ხელისუფლება ჯავის რაიონში სათხილამურო კურორტის აშენებას გეგმავს

18:47 ორშაბათი, 19 აგვისტო 2019
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ჯავის რაიონში სამთო-სათხილამურო კურორტის მშენებლობას გეგმავს. როგორც სააგენტო „რესი“ წერს, ამის შესახებ „სამხრეთ ოსეთის სამთო-სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდის ფედერაციის“ პრეზიდენტმა ლერი თედეევმა განაცხადა.

თედეევის თქმით, ფედერაცია ჯავის რაიონის სოფელ ცონთან (სოფელი წონა) სათხილამურო ფერდობებს უკვე ამზადებს - აიზომა ტრასები, გათვალეს მარშრუტები და შეისწავლეს მომავალი კურორტის რელიეფი.

„პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისა და რესპუბლიკის ხელმძღვანელობის მხარდაჭერის წყალობით, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმყოფებოდით სოფელ ცონში. მომავალი ტრასის შესწავლა და მომზადება ადვილი პროცესი არ არის, მაგრამ ასეთი მხარდაჭერის პირობებში, ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა. დარწმუნებული ვარ, უახლოეს წლებში სრულყოფილი სამთო-სათხილამური კურორტი გვექნება“, - აცხადებს თედეევი.   

იგი ამბობს, რომ კურორტზე სამომავლოდ იქნება საბაგირო გზა, კოტეჯები, გაქირავების სერვისი, სასტუმროები. თედეევი იმედოვნებს, რომ ახალი კურორტი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ტურისტებს მიიზიდავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]