weather cur horoscope tv
დეკემბერი 08, 2019

საქართველოში 37 000 ლარის მედიკამენტები მალულად შემოიტანეს – საგამოძიებო სამსახური

11:06 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019 hits 178

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის ორ პირს ბრალი წარუდგინეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებებით, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ბრალდებულებს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 3- დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]