weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ბორჯომობისთვის“ გამოფენილი ქოლგების ნაწილი მოქალაქეებმა წაიღეს

15:22 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019
ბორჯომობა 2019, ფოტო:ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ბორჯომობა 2019, ფოტო:ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ქალაქ ბორჯომის ცენტრალურ პარკში მოწყობილი ქოლგების რიგის დეკორაცია მოქალაქეებმა დაშალეს. „ბორჯომობის“ დღესასწაულის აღსანიშნად მისულმა ადამიანებმა მოულოდნელი წვიმის გამო, პარკის დატოვება ქოლგებით გადაწყვიტეს. ვიდეო და ფოტომასალას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

„ბორჯომობის“ დღესასწაულის აღნიშვნა ბორჯომის მერიამ რამდენიმე ღონისძიებით გადაწყვიტა. „ბორჯომობა 2019“ სპორტული შეჯიბრებებით გაიხსნა. დღესასწაულის ფარგლებში სამეწარმეო ბაზრობაც მოეწყო და ბორჯომის საპატიო მოქალაქეებიც გამოვლინდნენ. დღესასწაულის ფინალური ეტაპი ცენტრალურ პარკში გაგრძელდა, სადაც კოსტუმირებულ წარმოდგენასთან და წიგნების ფესტივალთან ერთად ქოლგების რიგიც მოეწყო.

„სამხრეთის კარიბჭის“ ცნობით, 17 აგვისტოს, 16:00 საათზე წვიმა დაიწყო და დღესასწაულის სტუმრების ნაწილი პარკიდან დეკორაციული ქოლგებით წავიდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორც ცდილობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მოქალაქეებს აღებული ქოლგები ჩამოართვას.

 

SKnews.ge

სამცხე–ჯავახეთის ახალი ამბების პორტალი (www.sknews.ge), რომელსაც ააიპ „სამხრეთის კარიბჭე“ მართავს. „სამხრეთის კარიბჭე“ გამოსცემს ყოველკვირეულ ქართულ და სომხურენოვან გაზეთს და ამუშავებს რეგიონულ რადიოს, რომელიც მაუწყებლობს სიხშირეზე FM 97.5

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]