weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი „რუსთავი 2“-დან გაათავისუფლეს

16:13 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წამყვანები ეკა კვესიტაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გაათავისუფლეს.

არხის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე საინფორმციო სამსახურის უფროსის ნოდარ მელაძის გათავისუფლების შესახებ განაცხადა. სალიას თქმით, ვინაიდან ნოდარ მელაძე ამჟამად შვებულებაში არ იმყოფება, მას შეხვდა და გათავისუფლების შესახებ აცნობა. სალიამ დაადასტურა, რომ ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე გადაცემის „არჩევანი“ წამყვანს გიორგი გაბუნიას, „ნანუკას შოუს“ წამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს და პოლიტიკური თოქ-შოუს „კვირის აქცენტები“ წამყვანს ეკა კვესიტაძეს ვეღარ ვიხილავთ.  

ეკა კვესიტაძის გათავისუფლების მიზეზად სალიამ სასამართლოზე გაკეთებული განცხადება დაასახელა, რომლის თანახმადაც, კვესიტაძე ნიკა გვარამიასთან ერთად ახალი ტელეკომპანიის ჩამოყალიბებას გეგმავს. სალიას შეფასებით ეს ინტერესთა კონფლიქტია.

„ნანუკა [ჟორჟოლიანი] პირდაპირ აცხადებს თავის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურს მესაკუთრის შეცვლა. ასეთ ვითარებაში ერთად მუშაობა, თანამოაზრეობა და საქმის კეთება როგორ წარმოგიდგენიათ?! ეს არის წმინდა წყლის ინტერესთა კონფლიქტი, არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგება არხს, მის მესაკუთრეს იყოს მასთან დასაქმებული“,-თქვა სალიამ.

ნოდარ მელაძის შესახებ საუბრისას გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ არხის მენეჯმენტი სამოქალაქო სარჩელს ამზადებს, რომელიც სარეკლამო კომპანიასთან „ინტერმედია +“ დადებულ გარიგებას უკავშირდება, საიდანაც მოგება, რომელიც უნდა მიეღო „რუსთავი 2“-ს, მიიღო სხვა კომპანიამ. სალია ამბობს, რომ ამ კომპანიიდან „რუსთავი 2“-ის თანამშრომელმა ფული გამოიტანა და ეს თანხა კონკრეტულ პირებს დაურიგეს.

19 აგვისტოს „რუსთავი 2“- ის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თქვა, რომ ტელეკომპანია არ გაიყიდა და არსებული დავალიანების მიუხედავად, მის გაკოტრებას არ აპირებს. 

"ჩემს უპირველეს ვალდებულებად ვთვლი, სააკაშვილისგან გათავისუფლებული ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი. დარწმუნებული ვარ, რომ „რუსთავი 2" უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]