weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს გატაცებული მოქალაქეები გაათავისუფლა

19:25 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

საოკუპაციო რეჟიმმა გასულ კვირაში გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე გაათავისუფლა. როგორც „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, რვავე დაკავებული ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ეგრნეთში რამდენიმე წუთის წინ გადასცეს.  

სუს-ის ინფორმაციით, გათავისუფლებულები გორის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.  

საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც ავრცელებს. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ისინი ქართულ მხარეს ჯარიმის გადახდის შემდეგ გადასცეს.

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. გატაცებულების კუთვნილი სამი მსუბუქი ავტომობილი ქართულ მხარეს ორი დღის წინ გადმოეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]