weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებულები ოჯახებში დღეს დაბრუნდებიან

20:05 სამშაბათი, 20 აგვისტო 2019

საოკუპაციო რეჟიმის მიერ გათავისუფლებული საქართველოს 8 მოქალაქე ოჯახებში დღეს დაბრუნდება. ამის შესახებ „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„აღნიშნული პირები შემდგომი საგამოძიებო მოქმედებების მიზნით გადაყვანილი არიან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში, რის შემდგომაც დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაჟა სირაძემ, რომელიც გათავისუფლების პროცედურაში მონაწილეობდა.

ვაჟა სირაძის ინფორმაციით, ცხინვალის ე.წ. სასამართლოში სავარაუდოდ გატაცებულების ახლობლებმა შესაბამისი ჯარიმა გადაიხადეს.

„ისინი უკვე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ამისთვის, პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების საბჭოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები, რომლებმაც გადადგეს აქტიური ნაბიჯები და გამოიყენეს ყველა ის ქმედითი ზომები, რათა აღნიშნული პირები მშვიდობიანად  დაბრუნებოდნენ საკუთარ ოჯახებს. ასევე მათი გათავისუფლებისთვის გამოყენებული იქნა ცხელი ხაზის მექანიზმი“, - აღნიშნავს შს-ს წარმომადგენელი.  

საოკუპაციო რეჟიმმა გასულ კვირაში გატაცებული საქართველოს 8 მოქალაქე 20 აგვისტოს, საღამოს გაათავისუფლა და ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ეგრნეთში გადასცა.  

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. გატაცებულების კუთვნილი სამი მსუბუქი ავტომობილი ქართულ მხარეს ორი დღის წინ გადმოეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]