weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„რუსთავი 2“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა

19:20 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019
კურიერის სტუდია, ფოტო: რუსთავი 2-ის არქივ კურიერის სტუდია, ფოტო: რუსთავი 2-ის არქივ

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა.

თამარ ბაღაშვილს, დავით ქაშიაშვილს, სოფო ზურაბიანს, ნინო სამყურაშვილს, ნათია გოგსაძეს, დავით ერაძეს, ნათია ტრაპაიძეს, რუსუდან ჯაბანაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, მაია ლომიძეს „რუსთავი 2“-ის ეთერში ვეღარ ვიხილავთ. [სია არ არის სრული]

„ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ოკუპირებული „რუსთავი 2“, ჩვენს გადაწყვეტილებაში დამნაშავეა ზუსტად ერთადერთი ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი"- განაცხადა თამარ ბაღაშვილმა, როდესაც ტელეკომპანია კოლეგებთან ერთად დატოვა.

არხის დატოვება საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გუშინ, 20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. გუშინვე, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია დატოვეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა მიშა ფეიქრიშვილმა და დიანა ჯოჯუამ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მიიღო და არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად. 

დღეს „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს მიმართა შეუერთდნენ იმ არხს, რომელსაც თავად ქმნის. ნიკა გვარამიამ თქვა რომ „რუსთავი 2“-ის მთავარი სახეებით ამბიციურ ტელეკომპანიას აკეთებს, რისთვისაც აქვს საჭირო თანხა და შენობა.

დღეს „რუსთავი 2“-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ არ გასულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]