weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობაში ორი ვერტმფრენი ჩაერთო

19:28 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძრის ქრობაში ორი ვერტმფრენი ჩაერთო. ამის შესახებ „რეგინფოს“ საყავრის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა გია ოქროპირიძემ აცნობა.

„ხანძრის გავრცელების შუა ტერიტორიაზე ცეცხლი უკვე თითქმის, ლოკალიზებულია. თუმცა, ქვედა მხრიდან გაჩნდა ახალი კერა. ვერტმფრენები მუშაობენ იქ, სადაც მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია. ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ადგილზე ყველა ერთად ვაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა გია ოქროპირიძემ.

სოფელ საყავრესთან ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]