weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გორის მუნიციპალიტეტში ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია

12:53 პარასკევი, 23 აგვისტო 2019
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გუშინ საღამოს გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „რეგინფოს“ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა აცნობა.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს დარჩენილი ცალკეული კერების დამუშავება. მთლიანობაში დამწვარია დაახლოებით 10 ჰექტარი ფართობი", - აღნიშნა გორის მერმა.

ხანძარი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან 22 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე მუშაობდნენ რამდენიმე რეგიონის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში პირველივე საღამოს ორი, ხოლო დღეს დილიდან სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]