weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ორი დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

14:33 პარასკევი, 23 აგვისტო 2019
ფოტო: ანა ციგიმა, ტელეკომპანია "ჰრომადსკოე" ფოტო: ანა ციგიმა, ტელეკომპანია "ჰრომადსკოე"

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს კიდევ ორი დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა. ამის შესახებ „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში უკანონოდ დაკავებული, გორის მცხოვრები 18 წლის ცოტნე ქობულაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის მცხოვრები 24 წლის გიორგი ზანგურაშვილი ამ დროისთვის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ცოტნე ქობულაშვილის დაკავებისა და ე.წ. სასამართლოს მიერ მისთვის ჯარიმის შეფარდების შესახებ სააგენტო „რესმა“ 21 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია. დღეს კი იგივე სააგენტო გიორგი ზანგურაშვილის დაკავებისა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯარიმის გარეშე მისი გათავისუფლების გადაწყვეტილების შესახებ იუწყებოდა. დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის ინფორმაციით, ორივე მათგანი ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო იყო დაკავებული.

საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეები გასულ კვირაშიც გაიტაცა - სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს დააკავეს. გატაცებულები 20 აგვისტოს გაათავისუფლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]