weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

Wizz Air-ი ქუთაისის აეროპორტიდან ბოლონიისა და კიოლნის მიმართულებით იფრენს

16:33 პარასკევი, 23 აგვისტო 2019

დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ორი ახალი მიმართულება დაამატა: ავიარეისები ბოლონიის (იტალია) მიმართულებით 2019 წლის ნოემბრიდან შესრულდება, ხოლო კიოლნის (გერმანია) მიმართულებით - 2020 წლის ივლისიდან.

გარდა ამისა, Wizz Air-ი ქუთაისი-ნიცას მიმართულებით ფრენებს 2020 დეკემბრის ნაცვლად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან დაიწყებს. ფრენები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება. ავიაკომპანია მილანის მიმართულებით სიხშირეებსაც ზრდის და რეისები ქუთაისიდან კვირაში 4 ჯერ შესრულდება (ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი).

რამდენიმე დღის წინ საქართველოში ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ (Ryanair) შემოვიდა, რომელიც პირდაპირ ფრენებს სამი მიმართულებით შეასრულებს: თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]