weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

რუსეთი აფხაზური შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს

16:49 პარასკევი, 23 აგვისტო 2019
ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი აფხაზური შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს. როგორც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, შეთანხმება დღეს მოსკოვში გაფორმდა.

დოკუმენტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ მოაწერეს ხელი. შეთანხმების დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩვენ პირველებმა ვაღიარეთ რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და მისთვის ყოველმხრივ დახმარებას ვაგრძელებთ. საკმაოდ მნიშვნელოვანია დოკუმენტები და შეთანხმებები, რომლებიც 2014-2015 წლებში გაფორმდა, ასევე რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო ბაზა, რომელსაც ჩვენ ვაძლიერებთ და რომელიც ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით სტაბილურობის გარანტიაა“, - განაცხადა შოიგუმ.

ქიშმარიამ რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა:

„კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას იმ სახელმწიფოებრიობისთვის, რომელსაც ჩვენთან თქვენი ჯარები უზრუნველყოფენ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]