weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

ქართული გეი დრამის მსახიობი სარაევოს ფესტივალის გამარჯვებულია

19:17 პარასკევი, 23 აგვისტო 2019 hits 694
ლევან გელბახიანი, ფოტო: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ლევან გელბახიანი, ფოტო: საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოიპოვა. ლევან გელბახიანი „სარაევოს გულის“ მფლობელი ლევან აკინის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” შესრულებული მთავარი როლისთვის გახდა.

შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საუბარია იმაზეც, რომ ფილმი შვედეთს უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარზე წარადგენს. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ორი ახალგაზრდა კაცის სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმის ტრეილერის თანახმად, ისინი ერთმანეთს ცეკვის ეროვნულ ანსამბლში შეხვდებიან.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს სულ 3 ქართული ფილმი იყო წარმოდგენილი. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობდა ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში  აჩვენეს ირინე ჟორდანიას “მარქსის ქუჩა 12”, ხოლო სტუდენტური ფილმების კონკურსში – პეტრე თომაძის “ღამის სეანსი”.

ფესტივალის პრიზებისთვის სულ 53 ფილმი იბრძოდა.

საკონკურსო სექციების გარდა, კინოფესტივალის საპატიო ჯილდო „სარაევოს გული“ გადაეცათ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს – ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს, პაველ პავლიკოვსკის, იზაბელ იუპერსა და ტიმ როთს.

სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალი ყოველწლიურად ბოსნია და ჰერცეგოვინაში ტარდება და იგი რეგიონის უმნიშვნელოვანს კინოღონისძიებად ითვლება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]