weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყვარლის მუნიციპალიტეტში ცეცხლის კერებისკენ გზა გაჰყავთ

19:52 შაბათი, 24 აგვისტო 2019
ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახანძრო ტექნიკის გადასაადგილებლად ცეცხლის კერებისკენ გზას გაიყვანენ. ამის შესახებ „რეგინფოს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

„გადაწყდა, რომ დამატებითი ღონისძიების სახით გზას გავიყვანთ, რათა ცეცხლის კერების მიმართულებით ტექნიკამ გადაადგილება შეძლოს. სამუშაოებში ასევე, ჩართული რჩება ცოცხალი ძალა და სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი“, - აღნიშნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელთან ხანძარი 23 აგვისტოს საღამოს გაჩნდა. დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]