weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ შეფარდებული გირაოს თანხა 700-700 ათასი ლარი გადაიხადეს

14:03 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის ზვიად კორძაძის ინფორმაციით, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა, 700-700 ათასი ლარი გადაიხადეს. ადვოკატის თქმით, მათ გირაოს თანხა უძრავი ქონებით, კერძოდ, მიწით უზრუნველყვეს.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშები დააყადაღა.

პროკურატურა აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]