weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქართული მხარე ბრიტანეთში ჩვენი ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს - ხაზარაძე და ჯაფარიძე

15:19 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019

ქართული მხარე დიდი ბრიტანეთისგან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ფინანსური ანგარიშების დაყადაღებას ითხოვს. ამის შესახებ მათ დღეს, 27 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ ქართულმა მხარემ დიდ ბრიტანეთს ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში მიმართა და ამტკიცებს, რომ ხაზარაძის და ჯაფარიძის ფულადი სახსრები შესაძლოა კრიმინალური წარმოშობის იყოს. პროცედურულად ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიმართა სასამართლოს ლონდონში მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძს ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნით, რასაც სასამართლო დათანხმდა. გადაწყვეტილება უკვე ლონდონშია გადაგზავნილი.

„ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ბრიტანულ სამსახურებთან. მზად ვართ თითოეული ფუნტის კანონიერება მათ დავუმტკიცოთ და ვაჩვენოთ. ამავდროულად გვინდა, ჩვენი მეგობარი ქვეყნების სამსახურებს ვაცნობოთ, რომ დღეს, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები გამოიყენება პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად. ამიტომ მათ მიერ გაგზავნილი მოთხოვნების საფუძვლიანობა ყოველთვის უნდა გადამოწმდეს“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, აპირებენ, საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის საელჩოს გამოყენებით, ის სამსახურები ამხილონ, რომლებსაც ხელისუფლება „კრიმინალური ხასიათის ქმედებების განსახორციელებლად იყნებს“.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. მათ ბრალი 24 ივლისს წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. ხაზარაძემ და ჯაფარიძემ გირაოს თანხა კერძო საკუთრებით, კერძოდ, მიწით უწრუნველყვეს. საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით დაყადღებულია ხაზარაძის და ჯაფარიძის საქართველოში არსებული ანგარიშები.

ამავე საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა „ტვ პირველის“ დამფუძნებლის და მფლობელის ვატო წერეთლის მამას ავთანდილ წერეთელს. პროკურატურის მტკიცებით წერეთელი ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა.

პროკურატურის ცნობით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოძიება 2018 წლის 2 აგვისტოს დაიწყო, თუმცა საზოგადოებისთვის ამის შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის იანვარში გახდა. „თიბისი ჰოლდინგი“, რომლის ჯგუფის შემადგენლობაშიც „თიბისი ბანკი“ შედის, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი, ძირითადი პატნიორი და პროექტების დეველოპერია. ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ ეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესაჩერებლად კეთდება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]