weather cur horoscope tv
ნოემბერი 30, 2020

შვედეთმა ქართული გეი დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოსკარზე წარადგინა

12:08 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019 hits 791

შვედეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორის ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ოსკარზე წარადგინა. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ოსკარის ერთ-ერთ კატეგორიაში, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინანტებს შორის მოსახვედრად იბრძოლებს.

ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წლის მაისში შედგა. „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ორი ახალგაზრდა კაცის სიყვარულის ისტორიას ასახავს. ფილმის ტრეილერის თანახმად, ისინი ერთმანეთს ცეკვის ეროვნულ ანსამბლში შეხვდებიან.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელია. ბოლოს, სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი როლის შემსრულებელმა ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ჯილდო მოიპოვა.

კინოაკადემია საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინირებულ ფილმებს ორ ეტაპად არჩევს. პირველ ეტაპზე აკადემია 9 ფილმისგან დაკომპლექტებულ მოკლე სიას წარადგენს, საიდანაც საბოლოოდ ნომინანტებს შორის 5 მათგანი დასახელდება. პირველი შედეგის შესახებ ცნობილი 2019 წლის დეკემბერში გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]