weather cur horoscope tv
იანვარი 18, 2020

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ

13:45 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019 hits 215
ფოტო: ტოივო კლაარი. Twitter ფოტო: ტოივო კლაარი. Twitter

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები - სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა დღეს გუგუტიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ღობეები დაამონტაჟა.

ინფორმაციას და ფოტოს ადგილიდან ტოივო კლაარი სოციალურ ქსელ „თვითერში“ ავრცელებს.

„ღობეების გავლება ჰყოფს თემს და იწვევს სირთულეებს. „ბორდერიზაცია“ მიუღებელია“, - წერს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი.

დღესვე კლაარმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივი განცხადებაც გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუგუტიანთკარში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ადგილზე ვითარება გაამწვავა და ადგილობრივებისთვის ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია.

„ამგვარი მავთულხლართები და ახლად აღმართული სტრუქტურები ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას აფერხებს, მათ ბაღებთან მისვლას ურთულებს და საფრთხეს უქმნის სარწყავი სისტემისადმი წვდომას“, – აცხადებენ თანათავმჯდომარეები. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თანათავმჯდომარეების ვიზიტი 29 აგვისტოსთვის სოფელ ერგნეთში დაგეგმილი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის წინ ამ და სხვა მოვლენებზე რეაგირებისათვის ძალისხმევის ნაწილია.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა შესაბამის მხარესთან კონტაქტს, რათა მივაპყროთ მთი ყურადღება ამ და სხვა საკითხებს, მოვუწოდოთ მიმდინარე და სხვა პრობლემების გადასაჭრელად კომუნიკაციის ყველა არსებული მექანიზმის გამოყენებისკენ“, - აღნიშნულია თანათავმჯდომარეების განცხადებაში.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა უკანონო ღობეების მონტაჟი აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. სამუშაოები რამდენიმე დღეა, შეწყვეტილია.

29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრაა დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]