weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ერგნეთში ჩორჩანასთან საოკუპაციო ძალის ტექნიკის გადაადგილებას განიხილავენ

10:12 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

სოფელ ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში მორიგ შეხვედრაზე ქართული მხარე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების საკითხს დააყენებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს.

„აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ პროვოკაციას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ფაქტთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. საკითხი განხილული იქნება 29 აგვისტოს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგ შეხვედრაზე“, - აცხადებენ სუს-ში.

ინფორმაცია ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალის სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ გუშინ, 28 აგვისტოს საღამოს გავრცელდა.

გუშინვე „რეგინფომ“ ცხინვალის მედიაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბიოლოვის დავალებით ზნაურის რაიონის სოფელ წნელისსა და გვირგვინასთან ჯავშანტექნიკით შემოვლა განახორციელეს. სოფელი წნელისი და სოფელი ჩორჩანა ერთმანეთის მიმდებარე სოფლებია.

წნელისში გუშინ იყო ჩასული თავად ბიბილოვიც. დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები სოფელთან ახლოს ბლოკ-პოსტის მოსაწყობად სამუშაოებს აწარმოებენ და ქართულ მხარეს პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარომადგენლებიც აპირებენ, აღნიშნული საკითხი დღეს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენონ.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]