weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

სახალხო დამცველი მცირეწლოვნის დაჭრის ფაქტს ეხმაურება

15:23 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი ფოტო: სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი პეკინის გამზირზე მცირეწლოვნის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და საზოგადოებას მოუწოდებს, არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პირის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს და შესაბამისი ინფორმაციის არქონის პირობებში, აღნიშნულზე ხაზგასმა აძლიერებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმას.

განცხადებაში საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული პრობლემების, სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების სიმცირესა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპულ განწყობებზე.

„მნიშვნელოვანია, მეტი ყურადღება დაეთმოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფომ ხელი შეუწყოს პრევენციული ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე. ამასთან, მოუწოდებს ყველას, საკითხის განხილვისას გამოიჩინონ სიფრთხილე და არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ადამიანთა მიმართ ტაბუს და სტიგმის გაძლიერება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მცირეწლოვანი ბავშვის დაჭრის შემთხვევას.

27 აგვისტოს თბილისში, პეკინის გამზირზე მცირეწლოვანს, რომელიც მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, გამვლელმა გამვლელმა ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ მეორე დღესვე დააკავა 51 წლის ქალი, რომელსაც მცირეწლოვნის დაჭრა ედება ბრალად. მომხდარის შესახებ ინფორმაციისა და ეჭვმიტანილის ფოტოს გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში გამოითქვა ვარაუდი, რომ მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]