weather cur horoscope tv
ოქტომბერი 21, 2020

ჩორჩანას თემაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ

11:44 პარასკევი, 30 აგვისტო 2019 hits 388
ირაკლი ანთაძე. ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ირაკლი ანთაძე. ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარების განსახილველად დღეს ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. დაგეგმილია, რომ შეხვედრაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. 

„საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გაიმართება ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც განვიხილავთ შექმნილ ვითარებას. შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან და ეუთოს წარმომადგენლობიდან“, - განუცხადა „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.

ინფორმაცია ტექნიკური შეხვედრის დაგეგმვის შესახებ გაავრცელა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამაც. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელზე მურატ ჯიოევზე დაყრდნობით სააგენტო „რესი“ იუწყება, რომ შეხვედრა ქართული პოლიციის პოსტის მიმდებარედ უნდა გაიმართოს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]