weather cur horoscope tv
იანვარი 22, 2020

მონიტორები ჩორჩანასთან 24 საათის განმავლობაში იმყოფებიან - EUMM

12:59 პარასკევი, 30 აგვისტო 2019 hits 194
ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ფოტო: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ჩორჩანა/წნელისის რაიონში, სიტუაციის დაკვირვებისა და დაძაბულობის შემცირების მიზნით მუდმივად, 24-საათის განმავლობაში იმყოფებიან. ინფორმაციას ევროკავშირის სადამაკვირვებლო მისია ავრცელებს.

„მდგომარეობის შესაფასებლად დღეს ადგილზე იმყოფებოდა მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი. მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ყველა მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლისა და უნებლიე ესკალაციის შესაძლებლობის შესამცირებლად“, - იუწყება სადამკვირვებლო მისია.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]