weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ეკა მესხიძემ 15 მედიასაშუალების წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა

20:33 პარასკევი, 30 აგვისტო 2019 hits 439
ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია Facebook ფოტო: ჟურნალისტური ეთიკის ქარტია Facebook

ეკატერინე მესხიძემ 15 მედიასაშუალების წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ქარტია ავრცელებს.

ჟურნალისტური ეთიკის  ქარტიის საბჭომ დასაშვებად სცნო მესხიძის განცხადება შემდეგი მედიასაშუალებების წინააღმდეგ: კვირის პალიტრა, ამბები.ჯი, ტელეკომპანია მაესტრო, ექსკლუზივნიუსი, ტელეკომპანია იმედი, ინტერპრესნიუსი, აიპრესი, გურიანიუსი, მარშალპრესი, ნიუსპოსტი, ფორტუნა, Caucasus business week, ლიბერალი, 2020news, ინფოფოსტალიონი.

განცხადების თანახმად, აღნიშნულმა მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  სასამართლომ პაპუნა უგრეხელიძე უდანაშაულოდ სცნო და დაადგინა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ის საჯარო რეესტრის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა ძალადობასა და სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ჰქონია. სექსუალურ შევიწროებაში მას ბრალს განმცხადებელი, ეკა მესხიძე სდებდა.

„ის ამბობს, რომ მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი. შესაბამისად, მისი აზრით, დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რომელიც ჟურნალისტს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებას ავალდებულებს. გარდა ამისა, ის მიიჩნევს, რომ დარღვეულია მეხუთე პრინციპიც, ვინაიდან მიმართვის მიუხედავად მასალები არ ჩასწორებულა. ქარტიის საბჭო საქმეს განიხილავს და დაადგენს, მართლაც დაირღვა თუ არა ეთიკური სტანდარტები სადავო მასალებში“, - ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 აგვისტოს გადაწყვეტილებით ეკატერინე მესხიძეს, რომელიც ყოფილ უფროსს – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, პაპუნა უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდა, სატელევიზიო ინტერვიუების დროს გაკეთებული განცხადებების უარყოფა დაავალა.

უგრეხელიძემ მესხიძის წინააღმდეგ სასამართლოში ერთი წლის წინ იჩივლა და პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის უარყოფა მოითხოვა. პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობა გასულ წელს, მას შემდეგ დატოვა, რაც ყოფილმა თანამშრომელმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. შევიწროების სავარაუდო მსხვერპლმა 2016 წელს მიმართა სახალხო დამცველს, რომელმაც საქმე შეისწავლა და რეკომენდაცია მოამზადა. სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ „პაპუნა უგრეხელიძემ, სექსუალური შევიწროებით გამოხატული, სქესის ნიშნით შევიწროება განახორციელა“. სავარაუდო მსხვერპლი ამბობს, ამ დასკვნის შესახებ ინფორმირებული იყო იუსტიციის მინისტრი, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და ზოგიერთი დეპუტატი, თუმცა, დროული რეაგირება არავინ მოახდინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]