weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

6 ქურდობის ბრალდებით შსს-მ რუსთავში 17 წლის ბიჭი დააკავა

10:26 შაბათი, 31 აგვისტო 2019

ქვემო ქართლში, ქალაქ რუსთავში, დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელსაც ქურდობის 6 ფაქტის ჩადენა ედება ბრალად.

გამოძიების თანახმად, 17 წლის ბიჭმა მოიპარა მსუბუქი ავტომობილი, ამას გარდა, მან პროდუქტების მაღაზია, საწარმოები და მსუბუქი ავტომობილი გაქურდა.

შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, მოპარული ნივთების ნაწილი სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ავტომობილი კი კახეთში იპოვეს.

დაკავებული უკვე იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. გამოძიება ქურდობის მუხლითით მიმდინარეობს. ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]