weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

2 დაღუპული და 19 დაშავებული - სოფელ თელეთთან ავარია მოხდა

17:28 შაბათი, 31 აგვისტო 2019 hits 311
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ თელეთთან მომხდარ ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა 19 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს სამი მიკროავტობუსი და ერთი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით, მათი უმეტესობა სომხეთის მოქალაქეა, მათ შორის ასევე არიან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]