weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გერმანიის პრეზიდენტმა ნაცისტური ტირანიისთვის პოლონეთს პატიება სთხოვა

15:34 კვირა, 01 სექტემბერი 2019
პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა და გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ფოტო:AP პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა და გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, ფოტო:AP

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პოლონეთს ნაცისტური ტირანიისთვის პატიება სთხოვა. BBC-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი და მსოფლიოს სხვა ლიდერები პოლონეთში იმყოფებიან. ისინი მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მონაწილეობენ.

ცერემონია პოლონეთის ქალაქ ველიუნში დღეს, 1 სექტემბერს გაიმართა. პირველად სწორედ ამ ქალაქში ჩამოვარდა გერმანიის ბომბები. შტაინმაიერმა დაგმო გერმანიის სურვილი გაენადგურებინა პოლონეთი და თქვა:

„ქედს ვიხრი იმ მსხვერპლის წინაშე, რაც გერმანიის ტირანიას მოყვა და პატიებას გთხოვთ“,- გერმანიის პრეზიდენტმა სიტყვა გერმანულ და პოლონურ ენებზე წარმოთქვა.

შტაინმაიერთან ერთად იყო პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა, რომელმაც ნაცისტური გერმანიის პოლონეთზე თავდასხმას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა.

დღეს, მოგვიანებით, მსოფლიოს ლიდერების შეკრება ვარშავაშიც გაიმართება. მასში მონაწილეობას გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი მიიღებენ.

მეორე მსოფლიო ომის დროს პოლონეთმა გამორჩეულად მძიმე დანაკარგი განიცადა. ამ ომს პოლონეთის 6 მილიონი მოქალაქე ემსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომიდან 80 წლის შემდეგ პოლონეთი მიყენებული ზიანისთვის გერმანიისგან კომპენსაციას ითხოვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]