weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ხვალ გაიგებთ - უმრავლესობა სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობას ადასტურებს

20:04 კვირა, 01 სექტემბერი 2019

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, დღეს, 1 სექტემბერს გამართულ სხდომაზე სამთავრობო ცვლილებების შესახებ იმსჯელეს.

უმრავლესობის სხდომა „ქართული ოცნების“ ოფისში 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარები მხოლოდ გია ვოლსკიმ და ანრი ოხანაშვილმა გააკეთეს:

„სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა იყო, ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება პოლიტსაბჭოზე. ეს მოხდება სამშაბათს, მაგრამ ხვალ დილას უკვე გეცოდინებათ, მოცულობით ინფორმაცია გექნებათ და შესაბამის განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე“,- ამბობს გია ვოლსკი.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა შეხვედრის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც არ ჩანს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, სწორედ გიორგი გახარიამ უნდა შეცვალოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალაში ვხედავთ ირაკლი ღარიბაშვილს, მამუკა ბახტაძეს, ბიძინა ივანიშვილს, არჩილ თალაკვაძეს და ირაკლი კობახიძეს. მედიაში გავრცელებული კიდევ ერთი ცნობის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]