weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბესელია არ გამორიცხავს, ხელისუფლებამ არ შეასრულოს დანაპირები პროპორციული სისტემის შესახებ

14:39 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019

დეპუტატი ეკა ბესელია, არ გამორიცხავს, ისეთი გარემოებების გამოჩენას, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელს შეუშლის. საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი პოლიტიკოსებს მობილიზებას ურჩევს, რათა მმართველ პარტიას არ ჰქონდეს საბაბი, არ შეასრულოს მისივე დანაპირები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.

„საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ძალიან სწრაფად საკონსტიტუციო კომისიის ფორმირება და ამ ცვლილებების საერთო სახალხო ფორმატში წარდგენა, იმისთვის, რომ პარლამენტმა ამ საშემოდგომო სესიაზე მოასწროს იმ დაპირების შესრულება, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა. ამ დრამატული მოვლენების ფონზე, მეც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ და არ გამოვრიცხავ იმ შესაძლებლობას, რომ რაიმე ტიპის გარემოებებმა ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შეუშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას“,- განაცხადა ბესელიამ დღეს, 2 სექტემბერს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

20 ივნისის, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წევრები დაარბიეს, მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს. საარჩევნო წესის ცვლილებას სწორედ აქცია „სირცხვილიას“ წევრები ითხოვდნენ.

მმართველ გუნდისგან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური ოპონენტებიც მოითხოვდნენ, თუმცა ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა. მოქმედი კონსტიტუციით საქართველო პროპორციული საარჩევნო სისტემით საპარლამენტო არჩევნებს 2024 წელს ჩაატარებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]