weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

ეს ტკივილი და ტვირთი მთელი ცხოვრება გამყვება - მამუკა ბახტაძე 20 ივნისის ღამეზე

16:16 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
ფოტო © Eana Korbezashvili/Civil.ge ფოტო © Eana Korbezashvili/Civil.ge

ეს არის ტკივილი და ტვირთი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მე და გაყვება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს - ამ სიტყვებით შეაფასა უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 20 ივნისის ღამე, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით და რეზინის ტყვიებით დაშალა.

„შვიდი წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და მოახდინა იმის დემონსტრირება, რა ღირებულებებით საუბრობს ის საზოგადოებასთან. თქვენ თვითონ ნახეთ ის კადრები, როგორ მიმდინარეობდა შტურმი საქართველო პარლამენტის. პოლიციის პასიური კორდონი ფიზიკურად ვეღარ ამაგრებდა უკვე შტურმს და მათ მოუწიათ სპეციალური საშუალებების გამოყენება სამწუხაროდ. ეს არის დიდი ტკივილი, რომელიც პირადად მე სიცოცხლის ბოლომდე გამყვება“. -განაცხადა ბახტაძემ ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, სადაც იგი თოქ-შოუების წამყვანებს ხვდება.

ოფიციალური მონაცემებით, 20 ივნისს, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციის დაშლის შედეგად, 240 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოებში, მათგან 80 სამართალდამცველი იყო. აქციის ორმა მონაწილემ თვალი დაკარგა.

სამართალდამცავებმა აქციის დასაშლელად დიდი რაოდენობით ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა ფორმის რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მათ შორის ისეთიც, რომელიც ცხოველებისთვისაა განკუთვნილი. გავრცელდა ვიდეომტკიცებულებები, საიდანაც ჩანს, რომ აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდნენ. 

20 ივნისის საპროტესტო აქცია რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში ჩამოვიდა. მან ადგილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში დაიკავა და იქიდან გახსნა რიგით 26-ე სესია. მის საქციელს მასობრივი საზოგადოებრივი პროტესტი მოყვა. რუსი დეპუტატების დელეგაცია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]