weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა არ მსურს - მამუკა ბახტაძე

16:53 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019

ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე განახლებულ მთავრობაში მინისტრის თანამდებობას არ დაიკავებს. ბახტაძე მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი იქნება და როგორც თავად ამბობს, აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.

„თუ ჩემი პირადი მოსაზრება გაინტერესებთ, ჩემი შინაგანი განწყობა ნამდვილად არ არის, რომ აქტიური პოლიტიკით ვიყო დაკავებული. გუნდს აქვს მოსაზრება, რომელსაც მე განსაკუტრებულ პატივს ვცემ. საჯარო პოლიტიკაში შემოვედი კონკრეტული მიზნით და ამოცანით, რომლის რეალიზაციაც მოხდა. ამ ეტაპზე მე ნამდვილად არ განვიხილავ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას და ჩემი შინაგანი განწყობაც ასეთია“, - განაცხადა ბახტაძემ ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, სადაც იგი თოქ-შოუს წამყვანებს ხვდება.

მამუკა ბახტაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განცხადება „ფეისბუქით“ გაავრცელა. ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად უმრავლესობამ 2018 წლის ივნისში წარადგინა, მას შემდეგ რაც თანამდებობა გიორგი კვირიკაშვილმა დატოვა. ბახტაძე მთავრობას 1 წლისა და 2 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. 

გუშინ, 1 სექტემბერს „ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, უმრავლსეობის წევრებმა განაცხადეს, რომ სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელეს. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]