weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სამთავისის კომპლექსის ეზოში სასულიერო პირები გზას უნებართვოდ აწყობენ - სააგენტო

17:09 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
უნებართვო სამუშაოები, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო უნებართვო სამუშაოები, ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამთავისის კომპლექსში უნებართვო სამუშაოები აღმოაჩინეს. სამუშაოების ინიციატორები ამჟერადაც სასულიერო პირები არიან. მათ სააგენტოსთან შეუთანხმებლად კომპლექსის ეზოში სავალი გზის მოწყობა დაიწყეს.

„ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების წინასწარი შეფასებით ახლადმოწყობილი ინფრასტრუქტურული ელემენტი ტაძრის მხატვრულ-არქიტექტურულ ღირებულებებთან შეუთავსებელია და კორექტირებას საჭიროებს. საფეხმავლო ბილიკი ნიჩბისის ქვის ტრადიციული ქართული წყობითაა დაგებული“,- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო აპირებს, რომ უნებართვო სამუშაოების დაუყოვნებლივი შეწყვეტის მოთხოვნით ადგილობრივ ეპარქიას წერილობითი გაფრთხილება დღესვე გაუგზავნოს. ახლადგამოვლენილი ფაქტის შესახებ ეცნობება საქართველოს საპატრიარქოსაც.

სამთავისის კომპლექსი მეოთხე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელზეც ბოლო ორ თვეში უნებართვო სამუშაოები დაფიქსირდა. სააგენტოს იმ ძეგლების დაცვის დროს ექმნება პრობლემები, რომლებსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ფლობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]