weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარდაიცვალა 16 წლის მოზარდი რომლის მკურნალობა რეანიმობილის გამო დაგვიანდა

17:40 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა რეანიმობილის დაგვიანებისა და ბავშვის გადაყვანისას სამედიცინო აპარატურის მწყობრიდან გამოსვლის გამო დამძიმდა, დღეს, გამთენიისას გარდაიცვალა. მოზარდი 41 დღე კომაში იმყოფებოდა და ქუთაისის ინტერვენციულ ცენტრში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. 

21 ივლისს, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 16 წლის მოზარდი მიიყვანა. საავადმყოფოში შეყვანიდან 10 წუთში, ბავშვი ხელოვნური მართვის სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და ქუთაისში ტრანსპორტირებისთვის რეანიმობილი გამოიძახეს. ამბროლაურის საავადმყოფოს ექიმის თქმით,რეანიმობილის მისვლამდე, პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლები დაასტაბილურეს.

რეანიმობილი ამბროლაურში ლენტეხიდან ორი საათის შემდეგ ჩავიდა. ამდენივე დრო დასჭირდა ბიჭის რეანიმობილში გადაყვანას და კლინიკის შეთანხმებას, სადაც მას მიიღებდნენ. ბავშვის გადაყვანისას, ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, რეანიმობილში სამედიცინო აპარატურა მწყობრიდან გამოვიდა.

პაციენტის მამიდა, რომელიც ექიმია და მოზარდს თან ახლდა, ამბობს, რომ ხელოვნური სუნთქვის აპარატი გაუმართავი იყო, რის გამოც ჟანგბადის მიწოდება შეფერხდა. ბავშვს გაჩერებული გული ელექტროშოკით ტყიბულის საავადმყოფოში აუმუშავეს, რის შემდეგაც სხვა რეანიმობილით ქუთაისში გადაიყვანეს.

მას შემდეგ რაც მოზარდის მდგომარეობა დამძიმდა, ჯანდაცვის სამინისტრომ ამბროლაურში, სასწრაფო რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანიმობილი განათავსა. უწყებამ ასევე კერძო მიმწოდებლების მიერ მართული რეანიმობილების შემოწმება დაიწყო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]