weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ჩორჩანას საკითხის განსახილველად კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება

18:47 ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019
ფოტო: რადიო „თავისუფლება“ ფოტო: რადიო „თავისუფლება“

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან შექმნილი ვითარების განსახილველად კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ დღეს სოფელ ერგნეთში შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

ანთაძის ინფორმაციით, დღევანდელმა შეხვედრამ კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა.

„დასაწყისშივე აღვნიშნავ, რომ არ განვიხილავთ ჩორჩანასთან არსებული, ქართული სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოხსნის ან გადატანის საკითხს. მიუხედავად პოზიციების სხვადასხვაობისა, აზრთა გაცვლა-გამოცვლამ დღეს კონსტრუქციულ გარემოში ჩაიარა. ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება. მათ თავად გამოთქვეს შეხვედრის სურვილი და რა თქმა უნდა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, რომ შეუძლებელია სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო მოსახლეობისთვის რაიმე საფრთხის შემცველი იყოს. ხოლო მეორე მხარეს არაპროპორციული გადაადგილებები, რომლითაც მედიის საშუალებით თავად ავრცელებენ ინფორაციას, ძაბავს ვითარებას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ქართულმა მხარემ დღევანდელი შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა დე ფაქტო ხელისუფლების კუთნვილი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის მიმართულებით ცეცხლის გახსნასა და ჩამოგდებაში დე ფაქტო ხელისუფლება ქართულ მხარეს ადანაშაულებდა. როგორც ანთაძემ აღნიშნა, ყველას ჰქონდა საშუალება, ენახა, რომ აპარატზე ცეცხლსასროლი არაიღით არანაირი დაზიანება არ არის მიყენებული. საფრენი აპარატი ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გადასცა.

ანთაძის ინფორმაციით, ძალაში რჩება 2 ოქტომბრისთვის დაგეგმილი ინციდენტების პრენევციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა, რამდენადაც არ არსებობს რაიმე სიგნალი, რომ რომელიმე მონაწილე არ აპირებს შეხვედრაში ჩართვას. 

ირაკლი ანთაძე ახალგორის ოკუპირებულ რაიონში შესვლის შესაძლო შეზღუდვის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ამ შეზღუდვის ამოქმედების შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დაადასტურეს.

1-ელ სექტემბერს ცხინვალის უშიშროების დე ფაქტო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ კუთვნილ უპოლოტო საფრენ აპარატს ქართველმა პოლიციელებმა ცეცხლი გაუხსნეს და ჩამოაგდეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნული აპარატი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამოქალაქო პირის დრონს შეეჯახა, რის შედეგადაც ორივე აპარატი ჩამოვარდა.

30 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება განიხილეს. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა. საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას ითხოვს.     

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]