weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სოფელ წყორძაში XIII საუკუნის ტაძრის გარშემო ასფალტი დააგეს

15:14 შაბათი, 22 ივლისი 2017

ახალციხის რაიონის სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაციის დროს ასფალტი XIII საუკუნის ქრისტიანული ტაძრის გარშემოც დააგეს. რეაბილიტირებული გზის ამსახველ ფოტოებს, რომლებიც რაიონის გამგეობამ გამოაქვეყნა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ადგილობრივების თქმით, ჩატარებული სამუშაოები ტაძარს აზიანებს და მის იერსახეს ამახინჯებს.

სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაციას შპს „ასტორია“ ახორციელებს. ტაძრის გარშემო ასფალტის დაგება ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებული პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი მალხაზ მანველიშვილი ამბობს, მათ კეთილი ნება გამოიჩინეს და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაც მოაწესრიგეს.

„ეკლესიის ეზოში ტალახი იყო და გადავწყვიტეთ, რომ ეს ნაწილიც მოგვეასფალტებინა. ტალახი და ნაგავი გავიტანეთ, ამოსული ბალახი ამოვძირკვეთ და გავალამაზეთ ეზო. იქ ხალხი რომ მიდის, ტალახში უნდა ჩადგეს? თუ დავაშავეთ, ავიღებთ ამ ასფალტს და გადავყრით“, - უთხრა მალხაზ მანველიშვილმა „რეგინფოს“.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უშუალოდ ძეგლთან სამუშაობის განხორციელების თაობაზე მათ ნებართვა არ გაუციათ. სააგენტოში განმარტავენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასა და კომპანია „ასტორიას“ მომავალ კვირაში ოფიციალური წერილით მიმართავენ და ასფალტის საფარის დემონტაჟს მოსთხოვენ.

სოფელ წყორძაში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 261 000 ლარით ფინანსდება. წყორძის ეკლესიასთან მიმდინარე სამუშაოებს გუშინ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძეც გაეცნო. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]