weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ორი დღით კეტავს

14:45 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტო: „რია ნოვოსტი“ ფოტო: „რია ნოვოსტი“

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილებას ორი დღით კეტავს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ უშიშროების დე ფაქტო კომიტეტზე დაყრდნობით წერს.

დე ფაქტო კომიტეტის განცხადებით, ე.წ. სასაზღვრო პუნქტები 4 სექტემბრის 20:00 საათზე ჩაიკეტება და 6 სექტემბრის 06:00 საათზე გაიხსნება.

გადაადგილების აკრძალვა „ცოდნის დღისადმი“ (სასწავლო წლის დაწყება) მიძღვნილ ღონისძიებებს უკავშირდება.

ინფორმაცია ოკუპირებულ ახალგორში შესვლის დროებითი შეწყვეტის შესახებ გუშინ, 2 სექტემბერს გავრცელდა. თუმცა, როგორც გუშინვე სოფელ ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურეს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]