weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

სოფელ ვახანში მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა

17:05 სამშაბათი, 03 სექტემბერი 2019
ფოტო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ფოტო: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახანში მრავალშვილიან ოჯახს სახლი დაეწვა. რვასულიანი ოჯახი დროებით ნათესავის სახლში იცხოვრებს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ხის სახლზე ცეცხლის ალი სწრაფად გავრცელდა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადამ ხანძრის ლიკვიდაცია ვერ შეძლო.

როგორც მერიაში აცხადებენ, ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან. გარდა ამისა, სოციალური აქციაც დაიწყეს, რათა ხანძრით დაზარალებულებისთვის პირველადი საჭიროების ნივთები - ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ნივთები და საკვები პროდუქტები შეგროვდეს. დახმარების მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურს ტელეფონის ნომრებზე: 599 85 26 52 და 599 37 23 72.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]