weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

წნელისში ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის დროშა აღმართეს

09:51 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკა აცხადებს, რომ მათი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად „ჰუმანიტარულ ოპერაციას“ აგრძელებს. ანატოლი ბიბილოვის გადაწყვეტილებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურმა სოფელ წნელისში, ქართული პოლიციის საგუშაგოს თავზე სიმაღლე დაიკავა და სასაზღვრო ნიშანთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშა აღმართა.

ოსური მხარის თქმით, მათ მიერ წამოწყებული „ჰუმანიტარული ოპერაცია“ მშვიდობიანია:

„სამხრეთ ოსეთის მესაზღვრეების ქმედებები საფრთხეს არ წარმოადგენს სასაზღვრო სოფლების კობის და ჩორჩანას მაცხოვრებლებისთვის და მიზნად მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას ისახავს“,- აცხადებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახური.

სიტუაცია საოკუპაციო ხაზთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქართულმა მხარემ არ შეასრულა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მოთხოვნა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტი არ აიღო. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა და ადგილზე დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დროშაც აღმართა. 

მხარეებს შორის არაერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართა. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ ესკალაციისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]