weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პანკისში მე შეიძლება მეტი სპეცრაზმი შემეყვანა, ვიდრე გახარიამ - გომელაური

15:05 ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური გამართლებულად მიიჩნევს 2019 წლის აპრილში პანკისის ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმის შეყვანას. გომელაური, რომელიც მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ გიორგი გახარიას ადგილას შესაძლებელია, მას ხეობაში მეტი სპეცრაზმელი შეეყვანა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური არის ერთი ორგანიზმი, ამის გარეშე ვერც ერთი უწყება ვერ იფუნქციონირებს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენც, როგორც პანკისის ხეობაში, ასევე, 20 ივნისის თემაზე. ხაზს ვუსვამ - თუ რამე დაშავდა და გაფუჭდა.

პანკისის თემაში, უნდა ჩარეულიყო პოლიცია და უნდა შესულიყო. მე არ მეშინია იმის გამეორება, მე შეიძლება უფრო მეტი შემეყვანა სპეცდანიშნულების რაზმი, ვიდრე ვთქვათ იქ იყო. მე ეს განვაცხადე და არა ის რომ, ჩვენ ვურჩიეთ და ამ ადამიანმა არ გაითვალისწინა, ან უწყებამ არ გაითვალისწინა. რა თქმა უნდა, ბევრი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტად უნდა გვემუშავა მოსახლეობასთან. არის სპეციფიკური ხეობა, სპეციფიკური რაიონი და აქედან გამომდინარე, ეს შეცდომა იყო.

მე არ ვიტყვი რომ ეს შსს-ს შეცდომა იყო ან სუს-ის, მთლიანად ხელისუფლების შეცდომა იყო. მანამდე უფრო მეტი უნდა გვემუშავა. ასევე, იმ კომპანიასაც, რომელიც შესული იყო და უნდა აეშენებინა, თუმცა, როცა შედის კომპანია, უწვავენ ესკალატორს, უწვავენ ტექნიკას, ხელით ეხებიან მის თანამშრომლებს, რა თქმა უნდა, პოლიცია უდნა შესულიყო და უნდა დაეცვა. თავიდან არ შეუყვანია მას სპეცდანიშნულების რაზმები, შევიდა 30-35 კაცი. როცა დაიძაბა შემდეგ უკვე მეც ამას გავაკეთებდი და რა თქმა უნდა, შევიყვანდი სპეცდანიშნულების დანაყოფს,“- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემისას. 

21 აპრილს, პანკისის ხეობაში სამართალდამცავებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, შსს-ს მონაცემებით, 55 ადამიანი დაშავდა - 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე. სინამდვილეში, ბევრად მეტი ადგილობრივი დაშავდა. ჭრილობებს ისინი სახლის პირობებში იშუშებდნენ და სამედიცინო დაწესებულებებისთვის არ მიუმართავთ. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის ტრაქტორიც დაწვეს. დაპირისპირება ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის განახლებას მოჰყვა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ეწინააღმდეგებოდა.

შეტაკების შემდეგ, ხეობაში ჩასულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა: „ჩვენ შევთანხმდით ასეთ რაღაცაზე, რომ ჰესს მოსახლეობის 90 % რომ დაუჭერს მხარს, მხოლოდ მაშინ აშენდება. მე ჰესის გამო აქ არ ამოვსულვარ, მე ამოვედი აქ იმის გამო, რომ ქვები ესროლეთ ფორმიან ადამიანს. თითოეულ კადრს გავაანალიზებთ და ვნახავთ ვინ, ვის, რა ესროლა. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ფიზიკურად იძალადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებზე, კანონის სრული პასუხისმგებლობით აგებს პასუხს. ჩვენს ასევე შევთანხმდით, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმი ხეობას დატოვებს, მაგრამ პოლიცია დარჩება ხეობაში და დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“.

პანკისში 21 აპრილს მომხდარ შეტაკებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით აწარმოებს, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

რა, როგორ და რატომ მოხდა 21 აპრილს პანკისის ხეობაში - მოვლენების ქრონოლოგია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]