weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქობულეთში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა

14:41 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019
შრომის უსაფრთხოება შრომის უსაფრთხოება

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მათივე ცნობით დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად დღეს „ტვ 25“-მა გაავრცელა. მათი ცნობით, შემთხვევა სანაპირო ზოლში სასტუმროს მშენებლობისას მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]