weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

აწუნთის უღელტეხილზე გადასულმა ელიზაბეთ რუდმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა

16:13 პარასკევი, 06 სექტემბერი 2019

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აწუნთის უღელტეხილით თუშეთიდან ხევსურეთში გადავიდა. ელიზაბეთ რუდმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა და თქვა, რომ მიზნის მისაღწევად - იქნება ეს უღელტეხილზე გადასვლა, თუ დემოკრატიის შენარჩუნება, ყოველთვის წინ უნდა მივისწრაფოდეთ.

„ჩვენ ყოველთვის უნდა მივისწრაფოდეთ წინ, რათა მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, იქნება ეს აწუნთის უღელტეხილით შატილში გადასვლა თუ ჩვენი დემოკრატიების სიმტკიცისა და ენერგიულობის შენარჩუნება. „მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ჩემო თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი…“, – განაცხადა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

ელიზაბეთ რუდის ეს განცხადება აშშ-ის საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა. დიპლომატი საქართველოში მოგზაურობისკენ მოწოდებით გამოდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]