weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ პროდუქტებში აკრძალული პარაბენები აღმოაჩინეს

13:17 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 35 დასახელების პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალების ნიმუშიდან 5-ში პარაბენების ის სახეობები აღმოჩნდა, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში აკრძალულია. შესაბამისი კვლევა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ ჩაატარა.

ორგანიზაციის ვებგვერდზე, momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში შეძენილი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საშუალებების ნიმუშები საფრანგეთის ლაბორატორიაში (ევროფინსი) გაიგზავნა შესამოწმებლად. 5 ნიმუშში აღმოჩნდა პარაბენების ის სახეობები, რომელთა გამოყენებაც ევროკავშირში გასაყიდ პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში აკრძალულია. ესენია:

  • ნაოჭების საწინააღმდეგო საცხი „Garnier“, მწარმოებელი - L'Oreal Co
  • ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი "Amalfy", მწარმოებელი - Quimi Romar S.L.U
  • თმის საღებავი "CLAIROL" მწარმოებელი - Procter&Gamble, Cincinati
  • თხევადი ტუჩსაცხი MAT 104 Seville, Manceline, მწარმოებელი - Bell Cosmetics
  • ფრჩხილის ლაქი "Olivia", მწარმოებელი - Orkide Cosmetics

შემოწმებული კოსმეტიკური საშუალებების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ მბულზე.

პარებენები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში ფართოდ გამოიყენება. იგი პროდუქტს გაფუჭებისგან იცავს და გამოყენების ვადას უხანგრძლივებს. პარაბენების გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების რისკებს შეიცავს, მათ შორის ენდოკრინულ სისტემაზე და მის ზოგად განვითარებაზე, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ნევროლოგიურ და იმუნურ სისტემაზე.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში პარაბენების გამოყენება ევროკავშირში ნორმირებულია და შესაბამისი სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოების ზედამხედველობის ქვეშაა. ზოგიერთი პარაბენის გამოყენება საერთოდ აკრძალულია, ზოგიერთის კი გარკვეული დოზითაა დაშვებული.

პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის, ისევე, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის უმრავლესობის უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლი საქართველოში არ ხდება, რაც საშიშროებას უქმნის ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობას. ჩვენი ორგანიზაცია წლების განმავლობაში აყენებს ამ პრობლემას და მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები გადადგას ყველა სამომხმარებლო პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის ეტაპობრივად დასანერგად. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შესაბამისი რეაგირება არ ჩანს“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კვლევის შედეგების შესახებ წერილობით საქართველოს მთავრობას, პარლამენტს და შესაბამის მეწარმეებს ეცნობება.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]