weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

თიანეთში თანასოფლელის მკვლელობის ბრალდებით 37 წლის კაცი დააკავეს

14:03 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

სამართალდამცავებმა თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტაში 37 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც თანასოფლელის მკვლელობაშია ბრალდებული.

მკვლელობა 6 სექტემბერს სოფელ მამადაანებში მოხდა. ადგილობრივი მაცხოვრებლების ინფორმაციით, ახალგაზრდამ 51 წლის მამაკაცი დანით ჯერ გულის არეში დაჭრა, შემდეგ კი თავში შეშა ჩაარტყა. დაჭრილი ადგილზე დაიღუპა, მკვლელობაში ბრალდებული კი მიიმალა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 37 წლის მამაკაცს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ამასთან, ის წარსულში ნასამართლევია და ციხე სასჯელის სრულად მოხდამდე, შეწყალების საფუძველზე დატოვა.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]