weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე ერთთვიანი სწავლება დაიწყო

14:19 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019
ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ფოტო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზაზე არტილერისტების ერთთვიანი სწავლება დაიწყო. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

არტილერისტები ერთთვიან საბანაკე შეკრებას ზღვის სანაპიროსა და მთიან მიდამოებში გაივლიან. წებელდისა და ნაგვალოუს პოლიგონებზე სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება სროლასა და ცეცხლის მართვაში ვარჯიშს დაეთმობა. სულ რუსი არტილერისტები პირობითი მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკისა და ნაგებობების განადგურებაში 200 საცეცხლე ამოცანას შეასრულებენ. წვრთნებისას აქტიურად იქნება გამოყენებული სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები.

ერთთვიან სწავლებაში ჩართული იქნება 500 სამხედრო მოსამსახურე, 100 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის საარტილერიო დანადგარი „აკაცია“ და ცეცხლის რეაქტიული სისტემები „გრადი“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]