weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ეს არასწორი შეფასებაა - თალაკვაძე გახარიას შესახებ გამოქვეყნებულ „დოიჩე ველეს“ სტატიაზე

20:25 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

ეს ცალსახად არასწორი შეფასებაა - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „დოიჩე ველეს“ ფურცლებზე გამოქყვეყნებულ სტატიას - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი.

„ეს ცალსახად არასწორი შეფასებაა, რეალობა არის ის, რომ ჩვენი გუნდი გიორგი გახარიასთან ერთად 2012 წლიდან, აღწევს რეალურ შედეგებს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში. აღწევს რეალურ შედეგებს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში. ეს არის, რაც მიუთითებს ჩვენს პროქართულ და პროდასავლურ კურსზე. ეს არის რაც მიუთითებს გიორგი გახარიას და ჩვენი გუნდის რეალურ მიზნებზე. შეფასებები თუ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ, უნდა გავაკეთოთ იმ საქმეებზე დაყრდნობით, რაც ჩვენმა გუნდმა 2012 წლიდან დღემდე შეასრულა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ „დოიჩე ველეს“ სტატიაზე კომენტირებისას.

გერმანულენოვანმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველე“ ონლაინ პლათფორმაზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად „მოსკოვის კაცს“ დაუჭირა მხარი. სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ოპოზიცია გიორგი გახარიას „მოსკოვის კაცს“ უწოდებს. სტატიაში მოკლედ არის მიმოხილული საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, მათ შორის 20 ივნისის ღამე, როდესაც პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტები ძალადობრივად დაშალეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]