weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

„დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, ყველაფერი ახლიდან იწყება“ – მთავარი არხი ეთერში გავიდა

21:37 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

ტელეკომპანია „მთავარი არხი“, რომელიც ცოტა ხნის წინ დააფუძნა „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ეთერშია. 21:00 საათზე, არხზე საინფორმაციო გამოშვება - „მთავარი“ გავიდა, რომელიც „კურიერიდან“ წამოსულ წამყვანებს, დიანა ჯოჯუას და პაატა იაკობაშვილს მიჰყავთ.

„ჩვენ ვიწყებთ ახალი, სუფთა ფურცლიდან. ჩვენ დავბრუნდით იმისთვის, რომ თქვენთან ერთად შევქმნათ ცენზურისა და ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელევიზია.

დავბრუნდით იგივე შეუპოვრობით, იგივე შემართებით გუნდი, რომელსაც ენდობით და რომელიც არცერთი წუთით არ დანებებულა. ამ გუნდისთვის მთავარი ხართ თქვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვინც ქმნით ამ ქვეყნის აწმყოს და მომავალს, ქვეყნის, რომელიც არა რუსეთის, არამედ ევროპის ნაწილია. ჩვენ ერთად მოვიგებთ მთავარ ბრძოლას - ბრძოლას თავსუფლებისთვის. ყველაფერი ახლიდან იწყება აქ, ახალ სივრცეში „მთავარ არხზე“, თქვენთვის და თქვენთან ერთად“, – განაცხადა დიანა ჯოჯუამ გადაცემის დასაწყისში.

„მთავარის“ შემდეგ ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ გავა, რომელსაც ნიკა გვარამია და ეკა კვესიტაძე წაიყვანენ.

„მაგთის“ ტელევიზიაში „მთავარი არხის“ პოვნა შესაძლებელია 55-ე ღილაკზე; მაგთისატი – 112-ე ღილაკი; სილქნეტი – 281-ე ღილაკი; სახლის ანტენა (მეორე მუქსი) – 23-ე ღილაკი. სხვა ოპერატორების აბონენტებმა „მთავარი არხის“ სიგნალის მოსაძებნად უნდა მიმართონ თავიანთ ოპერატორს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]