weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

NGO-ებს მაშინაც გაეკეთებინათ განცხადება, როცა მთავრობა მედიას აკონტროლებდა - ზალკალიანი

22:02 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი არ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების შეხედულებას, რომ საქართველოში დემოკრატიის, მედიისა და პოლიტიკური თავისუფლებების ხარისხი დაბალია და სახელმწიფოს მიტაცება ხდება.

„როგორ შეიძლება არაპლურალისტურ მედიაგარემოში დაადანაშაულო საქართველო, როდესაც მაუწყებლობა არავის ეზღუდება. კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც საქართველოში სატელიტურ თეფშებს აყადაღებდნენ და მედია იყო სრულად კონტროლირებადი ხელისუფლები მხრიდან. კარგი იყო არასამთავრობოებს მაშინაც გაეკეთებინათ განცხადება როდესაც სრულად იყო მედია მონოპოლიზირებული სახელმწიფოს მხრიდან“, - განაცხადა ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დღეს 17-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო თანამეგობრობას წერილით მიმართა. ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხთან, მედიისა და პოლიტიკურ თავისუფლებებთან, კორუფციასთან და სახელმწიფოს მიტაცებასთან დაკავშირებით შეშფოთებულები არიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]