weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

„გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების მოკვლით ემუქრებიან

22:56 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019

გაზეთ „გურიის მოამბის“ რედაქტორი თეა იოსელიანი აცხადებს, რომ შვილების მოკვლით ემუქრებიან. „მალე მოესწრები შენი შვილების სიკვდილს, მე დაგიხოცავ“, – ამ შინაარსის შეტყობინება იოსელიანმა სოციალურ ქსელის მეშვეობით, უცნობი პირისგან მიიღო.

„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, თეა იოსელიანი მუქარას თავის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

„წერილი 28 აგვისტოს აქვს გამოგზავნილი ჩემთვის უცნობ პიროვნებას. გამორიცხულია, ვინმეს ჩემთან პირადი მტრობა აკავშირებდეს. 16 წელია ჟურნალისტიკის სფეროში ვარ და ძალიან ბევრი კრიტიკული წერილი დამიწერია. ეს ბევრს მოსწონდა, ბევრი ღიზიანდებოდა, მაგრამ ამდაგვარი ამაზრზენი და მართლაც შიშისმომგვრელი მუქარის შემცველი შეტყობინება პირველად მივიღე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს უკავშირდება ჩემს საქმიანობას და ფეისბუქ აქტივობებს“, – განაცხადა თეა იოსელიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც მუქარას გულისხმობს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შსს-ს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს თეა იოსელიანთან დაკავშირებული შემთხვევა, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის, შედეგების შესახებ და დანაშაულის დადასტურების შემთხვევაში დადგეს შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.

„ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის და უსაფრთხოების დაცვა ქვეყანაში ძლიერი, დამოუკიდებელი, კრიტიკული მედიასაშუალებების არსებობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ თითოეული ასეთი შემთხვევა სამართალდამცავების სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება“, – ნათქვამია ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]