weather cur horoscope tv
სექტემბერი 17, 2019

ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით სრულად ჩაკეტა

23:19 ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 hits 156
ფოტო: სააგენტო „რესი“ ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე გადაადგილება გაურკვეველი ვადით სრულად ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

გადაადგილება სრულად აიკრძალა „რაზდახანის“ (ახალგორის მიმართულება) და „სინაგურის“ (ზნაურის მიმართულება) ე.წ. გამშვებ პუნქტებზე. აკრძალვის მიზეზად დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „ოფიციალური თბილისის მიერ სახელმწიფო საზღვრის რიგ მონაკვეთებზე ვითარების დაძაბვას“, მიზნად კი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებს.

„აღნიშნული პუნქტების მუშაობის განახლება ვითარების ნორმალიზების შემდეგ იგეგმება“, - აცხადებს დე ფაქტო კომიტეტი.

„რეგინფოს“ ოკუპირებული ახალგორიდან დღეს, 9 სექტემბერს აცნობეს, რომ ე.წ. გამშვებ პუნქტზე გადაადგილება შეწყვეტილია და გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, აღარ განახლებულიყო. ცხინვალის რეჟიმმა ახალგორში შესასვლელი პუნქტი 2 სექტემბერს ჩაკეტა და განაცხადა, რომ ორდღიანი შეზღუდვა სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდებოდა. თუმცა, ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას წინ უძღოდა სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს შესახებ ქართულ და ოსურ მხარეს შორის დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]