weather cur horoscope tv
თებერვალი 25, 2021

ხაზარაძე და ჯაფარიძე ვოლსკის უჩივიან და მისგან 221 952 ლარის გადახდას ითხოვენ

11:13 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 hits 591

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატს გია ვოლსკის სასამართლოში უჩივიან. ხაზარაძე და ჯაფარიძე ვოლსკისგან მათი პატივისა და ღირსების შემლახველი განცხადების საჯაროდ უარყოფას და 221 952 ლარის გადახდას ითხოვენ. „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ამბობენ, რომ ამ თანხით ახალგაზრდების განათლებას დააფინანსებენ.

"ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოება უკვე კარგად ხედავს, რომ ჩემსა და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. ხელისუფლების მიერ ინსპირირებული ბრძოლის დანახვა იოლად შეიძლება სხვადასხვა სამთავრობო პირების საჯარო გამოსვლებში და მათ ქმედებათა ჯაჭვში, რომელიც ერთ წელზე მეტია გრძელდება. ფაქტია, რომ პროკურატურას მიღებული აქვს ჩვენზე შემოტევის დავალება, რის შედეგადაც შეითხზა სრულიად აბსურდული ბრალდება და დაგვიწესდა ბრუტალური რეპრესიული ხასიათის შეზღუდვები.

მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დღევანდელი ხელისუფლების და ქართული ოცნების მთავარი სახეები, არღვევენ წესიერების ელემენტარულ წესებს, სრულად გადიან საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებიდან და ბრალმდებლების როლში თავად გვევლინებიან. გზადაგზა, ჩვენი რეპუტაციის კიდევ უფრო შესალახად ახალ ისტორიებს და არარსებულ „ფაქტებს“ ახმოვანებენ და საზოგადოების აზრის არასწორ ფორმირებას ცდილობენ. ამ მხრივ გამოირჩევა პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი, რომელიც ჩვენი მისამართით ცილისწამებას არ იშურებს და ყოვლად აბსურდულ და შეთითხნილ ბრალდებებს რეგულარულად საჯაროდ გამოთქვამს“, - ნათქვამია ბადრი ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ 27 აგვისტოს განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე პოლიტიკას ტყუილით იწყებს. სწორედ ამ განცხადების გამო უჩივიან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები პარლამენტარს.

„სახელმწიფოს არაერთი კითხვა აქვს კონსორციუმის საქმიანობაზე. შესთავაზეს კიდეც, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს კითხვებს ღია ეთერში გასცეს პასუხი. დასვამს ცქიტიშვილის უწყება ამ შეკითხვებს და გასცეს პასუხი თუ შეუძლია. ახლა ამას პასუხს ვერ სცემს, ჩვიდმეტი მილიონის აორთქლებაზე პასუხს ვერ სცემს და ამ მონაცემებით პოლიტიკაში შემოსვლა არ მგონია, წარმატების წინაპირობა იყოს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გენერალური პროკურატურა ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, 26 ივლისს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 700-700 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 სექტემბერს ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]