weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ყალბი დოკუმენტის მიზანი ცხინვალში დეზინფორმაციის გავრცელებაა - სუს

12:29 სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019
ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფოტო: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხინვალის რეჟიმის მიერ ყალბი დოკუმენტის გამოქვეყნების მიზნად რეგიონის მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებას ასახელებს. ამის შესახებ „რეგინფოს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.

„დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული ე.წ. დოკუმენტი ყალბია და მიზნად ისახავს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობაში დეზინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადეს სუს-ში.

ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს გაავრცელა თითქოსდა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „სავსებით საიდუმლო დოკუმენტი“, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და სხვა მიმართულებების გეგმის პუნქტებისგან შედგება. გავრცელებული დოკუმენტის ტექსტი გრამატიკულად გაუმართავია და მას ხელს თითქოსდა, ვახტანგ გომელაური და ბიძინა ივანიშვილი აწერენ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტი ადასტურებს, რომ თბილისი სამხრეთ ოსეთის ხალხის განადგურების პოლიტიკას აგრძელებს და დოკუმენტში ჩამოთვლილი პუნქტების რეალიზებას საქართველოს ხელისუფლება ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ცდილობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]